სავალდებულო
ცვლილებები იურიდიული პირებისთვის / სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა
JG Counselors-ის ასოციაციასთან
თანაშრომლობის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის ახალი
რედაქციით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით წევრი კომპანიებისთვის უზრუნველყო
საინფორმაციო სემინარის ჩატარება სამეწარმეო სამართლის სიახლეები პრაქტიკაში.
„მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იმ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ განხორციელებული
ცვლილება 2023 წლის 31 დეკემბრისთვის, დამატებით მიეცემათ 3-თვიანი ვადა. ამ ვადის
მანძილზე ხარვეზის (ცვლილების) გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოება:
· გაუქმებულად
ჩაითვლება;
· იმ
შემთხვევაში, თუ მას აქვს ქონება, დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი.
ცვლილებების გათვალისწინებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2 (ორი) წლის ვადაში უკვე რეგისტრირებულ ყველა მეწარმე სუბიექტს (და მათშორის, შპს-ებს) წარმოეშვათ ვალდებულება, სადამფუძნებლო დოკუმენტები შესაბამისობაში მოიყვანონ კანონმდებლობასთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით,
შპს-მ საჯარო რეესტრში:
1. უნდა დაარეგისტრიროს სადამფუძნებლო შეთანხმება;
2. შეცვალოს წესდება (შესაბამისობაში მოიყვანოს
ახალ კანონმდებლობასთან);
3. გაიაროს ავტორიზაცია ელექტრონულ პორტალზე
ინფორმაციის განსათავსებლად;
4. ასეთის არსებობის შემთხვევაში: დაარეგისტრიროს
წილი შესაბამისი კლასიფიკაციის მიხედვით;
5. ასეთის არსებობის შემთხვევაში: დაარეგისტრიროს
განთავსებული კაპიტალი;
6.
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სახელწოდების ცვლილებისას გაითვალისწინოს უკვე არსებული სახელწოდებები და შესაბამისად
მოახდინოს მისი ფორმულირება.